Tuesday, December 11, 2018

ნაძვის ხე



ახალი წლის მთავარი ატრიბუტი, ნაძვის ხე დეკემბრის სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება ქართველ ინტერნეტ მომხმარებლებს შორის, ამიტომაც შევეცდებით წარმოგიდგინოთ დღეისთვის არსებული ბაზრის მცირე მიმოხილვა ფასებთან და ასორტიმენტთან ერთად.
სანამ ქართულ ბაზარზე გადავალთ, გეტყვით, რომ ყველასგან განსხვავებული, ნებისმიერი ზომისა და ფორმის ნაძვის ხის ყიდვა ამერიკული ონლაინ შოპებიდან გამოწერითაცაა შესაძლებელი. მაგალითად Amazon.com სპეციალურ საახალწლო ფასდაკლებებს გვთავაზობს, მაგრამ შედარებით მაღალი მოდელების შეძენის შემთხვევაში წონის გამო ტრანსპორტირების ღირებულებაც ძალიან იმატებს და ჯამური ფასიც იზრდება, რასაც ემატება განბაჟების ღირებულებაც და შესაბამისად, ამ შემთხვევაში გამოწერა ნაკლებად მიმზიდველ არჩევნად შეიძლება ჩაითვალოს.
როგორც ქართული ინტერნეტ მაღაზია isurve.ge-ს გაყიდვების მენეჯერი ამბობს, ნაძვის ხეებზე მოთხოვნა დეკემბრის პირველივე კვირიდან იმატებს და პიკს 25 დეკემბრისთვის აღწევს. რაც შეეხება მომხმარებლების გემოვნებას, ამ მხრივ გამოკვეთილი თრენდი არ არსებობს, თანაბარი წარმატებით იყიდება როგორც მცირე ზომის (120 სმ-იანი), ისე ყველაზე მაღალი – 240 სმ ზომის მქონე ნაძვები და განვადება და უფასო ადგილზე მიტანის სერვისი ინტერნეტში მათ შეძენას კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის.
ნაძვის ხეები ყველაზე იაფად დღეს სწორედ ამ ინტერნეტ მაღაზიაშია წარმოდგენილი, შარშანდელის მსგავსად პოლონური მწარმოებლებისგან და მიუხედავად დოლარის კურსის მნიშვნელოვანი ზრდისა, ისინი ცდილობენ ფასი მაქსიმალურად შეინარჩუნონ, მითუმეტეს, რომ სწორედ დაბალი ფასი გახლდათ ის ფაქტორი, რომელმაც შარშან 800-ზე მეტი მოდელის გაყიდვა განაპირობა.
რაც შეეხება არჩევანს, ძირითადად გამორჩეულია ხეები თოვლის ეფექტით (გირჩებთან და კენკრის გაფორმებასთან ერთად) და უბრალო, სტანდარტული მწვანე მოდელები, თოვლის გარეშე, თუმცა ანალოგიური გაფორმებით.
სიმაღლის მიხედვით ასორტიმენტი, როგორც აღვნიშნეთ, 120 სანტიმეტრიდან იწყება და წარმოდგენილი გახლავთ 150-იანი, 180-იანი, 210-იანი და 240 სმ-იანი მოდელები. ამ უკანასკნელს, სპეციალური შეთავაზების სახით მოყვება ულამაზესი განათებაც, ხოლო სხვა შემთხვევებში მისი ყიდვა ცალკეა შესაძლებელი. თითოეული მოდელი სპეციალური ყუთით იყიდება, ტოტები და წიწვები დანომრილია აწყობის გასამარტივებლად და ხარისხი გულისხმობს მაქსიმალურ დაცვას მათი გაცვენისგან, რაც ხშირ შემთხვევაში მთავარი პრობლემაა ხოლმე, დაბალფასიანი ნაძვის ხეების ყიდვის დროს.
აღსანიშნავია, ნებისმიერ ნაძვის ხეზე მოქმედებს უფასო საკურიერო სერვისი საქართველოს მთელ რეგიონში, შეძენის დღეს თბილისის, რუსთავის და მცხეთის ან მეორე დღეს – სხვა ქალაქის ან სოფლის შემთხვევაში.

No comments:

Post a Comment